Электронная библиотека » Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე » » онлайн чтение - страница 2


  • Текст добавлен: 27 декабря 2017, 22:21


Автор книги: Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე


Жанр: Прочая образовательная литература, Наука и Образование


Возрастные ограничения: +12

сообщить о неприемлемом содержимом

Текущая страница: 2 (всего у книги 14 страниц) [доступный отрывок для чтения: 5 страниц]

Шрифт:
- 100% +

Bekenntnisschule (კონფესიული სკოლა) – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ერთმორწმუნე ბავშვებისათვის.

Bellevue (Ⴁელვჲუ) – სასახლე Ⴁერლინში; Ⴂერმანიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენცია.

Benz Carl Friedrich (Ⴁენცი Ⴉარლ Ⴔრიდრიხი) (1844—1929 წწ.) – გერმანელი ინჟინერი და მაწერმე.

Benz & Cie AG («Ⴁენც უნდ Ⴉº ႠႢ») – საავტომობილო კომპანია; დაარსებულია 1883 წ. ინჟინერ Ⴉ. Ⴔ. Ⴁენცის მიერ; 1926 წ. შეუერთდა «Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ» —ს.

Berchtesgadener Land n (Ⴁერხტესგადენერ Ⴊანდ) – მთის ქვაბული თვალწარმტაცი ტბით Ⴉჲონიგზეე Ⴁავარიაში.

Bereitschaftspolizei (მორიგე პოლიცია) – მის ამოცანაში შედის ახალი საპოლიციო კადრების მომზადებაზე ზრუნვა, დაცვითი და სისხლის სამართლის პოლიციებისათვის დახმარების გაწევა დიდი სპორტული ღონისძიებების, ოფიციალური ვიზიტების, გამოფენების, დემონსტრაციების ჩატარების დროს, და აგრეთვე კატასტროფების შემთხვევაში.

Bergen-Belsen (Ⴁერგენ—Ⴁელზენი) – ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი ქ. Ⴚელეს მახლობლად Ⴕვემო Ⴑაქსონიაში, შექნილი 1940 წ.; 50 000 მსხვერპლი.

Bergisches Land (Ⴁერგიშეს Ⴊანდ) – მთიანი ადგილი ქ. Ⴉჲოლნის აღმოსავლეთით.

Berlin (Ⴁერლინი) – Ⴂერმანიის დედაქალაქი და ამავე დროს ფედერალური მხარე; ქვეყნის უდიდესი ქალაქი; ფართობი 882 კვ. კმ., მოსახლეობა 3,44 მილიონი ადამიანი; მდებარეობს მდინარე Ⴘპრეეს შესართავთავის ადგილას მდინარე Ⴞაფელთან სანაოსნო არხებზე, რომლებიც აერთებენ Ⴁერლინს მდინარეებ Ⴄლბასთან და Ⴍდერთან; უდიდესი სამრეწველო, კულტურული და მეცნიერული ცენტრი; ნაცისტური Ⴂერმანიის მე—2 მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ Ⴁერლინის ტერიტორია იყო გაყოფილი ႱႱႰႩ, ႠႸႸ, Ⴃიდი Ⴁრიტანეთის და Ⴑაფრანგეთის სექტორებად; Ⴂერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში 1949 წ. 7 ოქტომბერს გამოცხადდა Ⴂერმანიის Ⴃემოკრატიული Ⴐესპუბლიკა დედაქალაქით Ⴁერლინში (საბჭოთა სექტორი); 1961 წ. იქნა აღმართული Ⴁერლინის კედელი (Berliner Mauer); ႢႣႰ და ႢႴႰ გაერთიანების შემდეგ 1990 წ. 3 ოქტომბერს ფედერალური დედაქალაქის სტატუსი Ⴁონიდან გადაინაცვლა Ⴁერლინში; Ⴁერლინი პრეზიდენტის და ფედერალური ხელისუფლების ადგილსამყოფელოა; აქ მდებარეობენ: უნივერსიტეტები (Humboldt-Universität, Freie Universität, Technische Universität), 30 თეატრი (Deutsche Oper, Deutsche Staatsoper Unter den Linden, Komische Oper, Berliner Ensemble), 70 მუზეუმი, მრავალრიცხოვანი გელერეები, ზოოპარკები, 13—15 სს. გოტიკური ეკლესიები და ბაროკოს სტილის 17—19 სს. კლასიკური ანსამბლები; ღირსშესანიშნაობებს შორის არის Ⴁერლინის ტაძარი, Ⴁრანდენბურგის ჭიშკარი (Brandenburger Tor), Ⴜმ. Ⴌიკოლოზის ეკლესია, შადრევანი «Ⴌეპტუნი», «Ⴋუზეუმების კუნძული» (Museumsinsel) и Ⴎერგამოს მუზეუმი (Pergamon-Museum), Altes-Museum, Berliner Kunstgewerbemuseum, Bode-Museum, Deutsches Theater, Friedrichshain, Friedrichstadt-palast.



Berlinale («Ⴁერლინალე») – ყოველწლიური (1950 წლიდან) საერთაშორისო კინოფესტივალი Ⴁერლინში; მთავარი პრიზი – «Ⴁერლინის ოქროს დათვი».

Berliner Ecke («ბერლინული კუთხე») – ძველებური არქიტექტორული ელემენტი, რომელიც მე—19 ს. იხმარებოდა Ⴁერლინში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროს; ეს არის ორი ქუჩის გზაჯვარედინზე მდგარი შენობის მოჭრილი კუთხე; კუთხე მორთულია აივნებით, ლოჯიებით და ა. შ.

Berliner Ensemble («Ⴁერლინერ ანსამბლი») – დრამატული თეატრი; დაარსებულია 1949 წ. Ⴁერლინში Ⴁერტოლდ Ⴁრეხტის და Ⴄ. Ⴅაჲგელის მიერ როგორც ანტინაცისტური და ანტიმილიტარისტული მიმართულების თეატრი; Ⴂერმანიის ერთერთი წამყვანი დოამატული თეატრი.

Berliner Karpfen (ბერლინური კობრი) – ჩურთვილი კობრი; ჩვეულებრივ ჭამენ საახალწლო ღამეს.

Berliner Kunstgewerbemuseum (Ⴁერლინის Ⴃართული ხელოვნების მუზეუმი) – შენობა აშენებულია 1985 წ. Ⴐ. Ⴂუტბროდის პროექტით; მასში გამოფენილია ოქროს ნივთკბი, ქსოვილები, სურათები, მინა, ავეჯი (ადრეულ შუასაუკუნეებიდან ჩვენ დრომდე); სუფრის ვერცხლის სერვიზი ბერლინური საქალაქო სასახლიდან და Ⴅელფების (11 ს. ბავარული სათავადო გვარი) სახელგანთქმული განძი.

Berliner Mauer (Ⴁერლინის კედელი) – გადამღობი ნაგებობების სისტემა ႢႣႰ და Ⴃასავლეთ Ⴁერლინს შორის საერთო განფენილობით 162 კმ.; აგებულია ႢႣႰ მოსახლეობის Ⴃასავლეთში მასიური გადენის აღკვეთის მიზნით; ႢႣႰ პოლიტიკური ცვლილებების შედეგად 1990 წ. კედელი დაშალეს; კედლის ნარჩენები შენარჩუნებულია როგორც ძეგლი.

Berliner Morgenpost («Ⴁერლინერ Ⴋორგენპოსტი») – Ⴁერლინში 180 ათასიანი ტირაჟით გამომავალი ყოველდღიური გაზეთი.

Berliner Ofen – კაფელის დიდი ღუმელი თავთავიანი ბადეს გარეშე, რომლის კარები იხრახნება და ღუმელი დიდ ხანს ინარჩუნებს სითბოს.

Berliner Pfannkuchen (ბერლინური ფუნთუშები) – ფუნთუშები სხვადასხვა გვარი ხილის საჩურთით; მათ ჩვეულებრივ ჭამენ წინასაახალწლო ღამეს; ერთ—ერთი ფუნთუში ივსება მდოგვით.

Berliner Ring (Ⴁერლინის რგოლი) – რგოლისებრი გზა Ⴁერლინის გარშემო.

Berliner Schnauze (ბერლინური დიალექტი) – Ⴎოტსდამის, Ⴍდერის Ⴔრანკფურტის, Ⴉოტბუსის, ნაწილობრივ Ⴘვერინის და Ⴌოჲბრანდენბურგის ოლქების ენა.

Berliner Volksbühne (Ⴁერლინის სახალხო თეატრი) – ერთ—ერთი უძველესი Ⴁერლინში; დაარსებულია 1915 წ.; 20—ან წლებში მასში თამაშობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორც Ⴋ. Ⴐაჲხარდტი და Ⴄ. Ⴎისკატორი.

Berliner Weiße – ბერლინური ნათელი ლუდი.

Berliner Weiße mit Schuß (ბერლინური ნათელი) – ლუდი ჟოლოს სიროფის დამატებით.

Berliner Zeitung («Ⴁერლინერ Ⴚაჲტუნგი») – Ⴁერლინში 258 ათასიანი ტირაჟით გამომავალი ყოველდღიური გაზეთი.

Berliner Zimmer n (ბერლინური ოთახი) – კუთხის გასავლელი ოთახი ერთი გვერდითი ფანჯრით; ესეთი ოთახები იყო დამახასიათებელი მე—19 ს. მე—2 ნახევრის Ⴁერლინის გაშენებისთვის; ზოგი ასეთი ოთახი შემორჩენილია Ⴁერლინის ძველ სახლებში.

Berlin-Krise (Ⴁერლინის კრიზისი) – სიტუაცია, რომელიც წარმოიშვა Ⴑაბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 1948 წ. ივლის—1949 წ. მაისში ჩატარებულ ღონისძიებების შედეგად: დასავლურ საოკუპაციო ზონებს და Ⴃასავლეთ Ⴁერლინს შორის გადაზიდვის კონტროლის გაძლიერებამ მიიყვანა Ⴁერლინის დასავლური სექტორების სახმელეთო ბლოკადამდე.

Berlin (West) (Ⴃასავლეთი Ⴁერლინი) – იხ. Westberlin.

Berolina (Ⴁეროლინა) – ქალაქ Ⴁერლინის ლათინიზირებული სახელწოდება.

Bertelsmann AG («Ⴁერტელსმან ႠႢ») – მსოფლიოში ყველაზე დიდი საგამომცემლო კონცერნი; დაარსებულია 1935 წ. Ⴉ. Ⴁერტელსმანის მიერ; გამომცემლობის ცენტრი მდებარეობს ქ. Ⴂჲუტერსლოში; 1950—1980 წწ. გააერთიანა 100—ზე მეტი პოლიგრაფიული ფირმა ქვეყანაში და საზღვარ გარეთ; უშვებს მხატვრულ, მეცნიერულ, საცნობარო, სასწავლო და სხვა ლიტერატურას.

Bertelsmann Jugendbuchverlag («Ⴁერტელსმან ჲუგენდ ფერლაგი») – იხ. Bertelsmann AG.

Bertelsmann-Konzern m (Ⴁერტელსმანის კონცერნი) – იხ. Bertelsmann AG.

Bertelsmann Kunstverlag («Ⴁერტელსმან კუნსტფერლაგი») – იხ. Bertelsmann AG.

Bertelsmann Lexikon-Verlag («Ⴁერტელსმან ლექსიკონფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.

Bertelsmann Sachbuchverlag («Ⴁერტელსმან ზახბუხფერლაგი») — იხ. Bertelsmann AG.

Bertelsmann Verlag («Ⴁერტელსმან ფერლაგი») – იხ. Bertelsmann AG.

Berufsschule (პროფესიული სასწავლებელი) – ამზადებს კვალიფიცირებულ მუშებს და მოსამსახურეებს; სწავლის ვადა სამ წლამდე.

Berufsaufbauschule – საღამოს პროფესიული სკოლა, რომელშიც ხორციელდება სხვადავხსხვა პროფილის კვალიფიცირებული მუშების დაჩქარებული მომზადება.

Berufsverbote (აკრძალვა პროფესიებზე) – სამსახურეობრივ—სამართლებრივი წესდების შეცვლის კანონის არაოფიციალური სახელწოდება.

Besatzungsstatut (Ⴑაოკუპაციო სტატუტი) – ხელმოწერილია ႠႸႸ, Ⴃიდი Ⴁრიტანეთის, Ⴑაფრანგეთის Ⴓმაღლესი კომისრების და ႢႴႰ კანცლერის Ⴉ. Ⴀდენაუერის მიერ; ძალაში შევიდა 1949 წ. 21 სექტემბერს; ბევრ საკითხში ზღუდავდა ႢႴႰ სუვერენიტეტს; დაკარგა ძალა «ႢႴႰ და სამ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ხელშეკრულების» დადების შემდეგ.

Bescherung – საჩუქრების ჩუქება Ⴘობის დღესასწაულზე.

Bevin-Plan (Ⴁევინის გეგმა) – ითვალისწინებდა ბიზონიების შექმნას და Ⴂერმანიის დაჩქარებულ განხეთქილებას (სახელდებულია ინგლისელ საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით).

BfV – იხ. Bundesamt fur Verfas-sungsschutz.

BGS – იხ. Bundesgrenzschutz.

Bibliographisches Institut AG («Ⴁიბლიოგრაფიული ინსტიტუტი ႠႢ») – საცნობარო ლიტერატურის გამომცემლობა, დაარსებული 1953 წ. ქ. Ⴋანჰაჲმში.

Bielefelder Appell (Ⴁილეფელდის მოწოდება) – Ⴂერმანული პროფკავშირების გაერთიანების 1979 წ. დეკემბრის მოწოდება ႢႴႰ ტერიტორიაზე ამერიკული ფრთოსანი რაკეტების და საშუალო სიშორის რაკეტების განლაგების წინააღმდეგ ႬႠႲႭ—ს Ⴑაბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

Bienenstich (ბინენშტიხი) – ღვეზელი, რომლის ქერქი შესდგება გახეხილ ნუშისგან, კარაქისგან, თაფლისგან და შაქრისგან.

Bierdeckel – იხ. Bieruntersatz.

Bierschnauzer (რიზენშნაუცერი, ლუდის შნაუცერი) – რიზენშნაუცერის ხუმრობითი სახელწოდება, რომელიც იყო ძალიან პოპულარული მჲუნხენელ ლუდის მხდელებში მე—20 ს. დასაწყისში.

Bieruntersatz (ლუდის ქვესადგამი) – მრგვალი ან სხვა ფორმის მუყაოს ქვესადგამი ლუდის სირჩის ქვეშ.

Bierzeit (ლუდის დრო) – სადილსა და ვახშამს შუა დროის სახელწოდება Ⴋჲუნხენში, როდესაც მსუბუქ საჭმელთან ერთად სვამენ ლუდს.

Bild («Ⴁილდი») – Ⴠამბურგში Ⴀქსელ Ⴘპრინგერის კონცერნში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი; ტირაჟი 4,7 მლნ. ეგზემპლარი.

Bild am Sonntag (BamS) («Ⴁილდ ამ ზონტაგი») – Ⴠამბურგში გამომავალი კვირის ილუსტრირებული გაზეთი; დაარსებულია 1956 წ.; ტირაჟი 2,6 მლნ. ეგზემპლარი.

Bildstock (ბილდშტოკი / მოსახსენებელი) – სამახსოვრო ნიშანი წმინდანის გამოსახულებით უბედური შემთხვევის ადგილზე; ხშირია სამხრეთ Ⴂერმანიაში და Ⴀვსტრიაში.

Binger Loch (Ⴁინგენის ხვრელი, Ⴁინგენის ორმო) ადგილი, სადაც Ⴐაჲნი იკაფავს გზას კლდეში მდინარის ხეობის შავიწროებულ ნაკვეთზე.

Bio-Bauer (ბიო—გლეხი) – სოფლის მეურნეობის მუშაკი, რომელიც არ იყენებს ქიმიურ სასუქს და მცენარეების დაცვის ქიმიურ საშუალებებს.

Bio-Produkt (ბიო—სურსათი) — სოფლის მეურნეობის ნაწარმი, მოყვანილი ქიმიკატების გამოუყენებლივ.

Bischof (ეპისკოპოსი) – 1. ეპისკოპოსი; 2. ცივი სასმელი, შემდგარი შაქრიან წითელი ღვინისგან, მიხაკისგან და ფორთოხლის ქერქისგან.

Bismarckhering (ბისმარკჰერინგი) – ქ. Ⴘრტალზუნდის მაცხოვრებლებმა 1880 წ. მიმართეს კანცლერ Ⴁისმარკს თხოვნით ნება დაერთო დამუჟუჟებული ქაშაყის სუკებისთვის ასეთი სახელის შერქმევა.

Bismarckeiche – მოგრძო ბისკვიტის ტორტი საცხით.

Bi-Zone (ბიზონია) – გაერთიანებული ამერიკული და ინგლისური საოკუპაციო ზონების სახელწოდება 1946—1949 წწ.

ВКА – იხ. Bundeskriminalamt.

Blanke Hans («ბლანკე Ⴠანსი») – ღელვის დროს Ⴙრდილოეთის ზღვის ხატოვანი სახელწოდება.

Blau-Weiß Berlin SpVg («Ⴁლაუ—Ⴅაჲს Ⴁერლინ ႱპႴგ») – საფეხბურთო კლუბი.

Blaue Minna (ლურჯი Ⴋინა) – პატიმრების გადასაყვანი საპოლიციო მანქანა Ⴐურის ოლქში (სახელდებულია მანქანის ფერიდან).

Blaue «Umweltengel» (ეკოლოგიური ნიშანი «Ⴊურჯი ანგელოზი») საქონლის სიმბოლო, რომელიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების საფუძველზე, უხმაურო დაზგებზე და ხელსაწყოებზე.

Blauer Brief (ლურჯი წერილი) – 1. შეტყობინება სამსახურიდან დათხოვნაზე ან გადადგომაზე; 2. წერილი სკოლიდან მშობლებს მოწაფის ჩამორჩენაზე ან ცუდ ყოფაქცევაზე.

Blauer Heinrich (ლურჯი Ⴠენრიხი) – 1. ჯარ., ჟრგ. უჩენჩო ქერის ფაფა; 2. სალ. მოხდილი რძე.

Blauer Peter (ლურჯი Ⴎეტერი) – საზ. ჟრგ. სასიგნალო ალამი გემზე, რომელიც აღიმართება საალმე ჭოკზე გემის ნავსადგურიდან გასვლის 24 საათით ადრე (სახელდებულია ალმის ფერისგან).

Blaupunkt («Ⴁლაუპუნქტი») – რადიოსაქონლის გამომშვებ ფირმა Blaupunkt Werke GmbH—ს სავაჭრო ნიშანი.

Bleisoldaten (კალის ჯარისკაცები) – კალისგან დამზადებული ჯარისკაცების პატარა სათამაშო ფიგურები; ხშირად აგროვებენ კოლექციად.

Blinder Hund (ბლინდერ ჰუნდ / ბრმა ძაღლი) — სალ. ყავა ურძეოდ.

Blockade der Westsektoren Berlins («Ⴁერლინის დასავლეთის სექტორების ბლოკადა») – იხ. Berlin-Krise.

Blohm & Voß AG («Ⴁლომ უნდ Ⴔოსს ႠႢ») – ერთ—ერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო ფირმა; დაარსებულია 1877 წ. Ⴠამბურგში.

Blumenstadt Erfurt (ყვავილების ქალაქი Ⴄრფურტი) – ქ. Ⴄრფურტის სახელწოდება; აქ ყოველწლიურად ტარდება მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა ႨႢႠ.

BMW (შემ. Bayerische Motorenwerke AG—დან) (ႡႫႥ «Ⴁაჲრიშე მოტორენვერკე ႠႢ», Ⴋჲუნხენი) – ერთ—ერთი უმსხვილესი საავტომობილო ფირმა, დაარსებული 1916 წ. Ⴋჲუნხენში, სადაც არსებობს BMW-Museum—იც, მიძღვნილი სახელგანთქმულ ავტომობილსადმი.

BND (ႡႬႣ) – იხ. Bundesnachrichtendienst.

Bochum (Ⴁოხუმი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარეში; 410 ათასი მაცხოვრებელი; მანქანათმშენებლობა, ელექტრო– და ქიმიური მრეწველობები; სატრანსპორტო კვანძი; უნივერსიტეტი, ობსერვატორია; დრამატული თეატრი.

Bochum VfL («Ⴁოხუმ ႴႴႪ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1848 წ.

Bockbier (ბოკბირი) – მაგარი ლუდი, რომელსაც აწარმოებენ ძირითადად Ⴁავარიაში.

Bockwurst (ბოკვურსტი) – ცხელი სარდელი, რომელსაც მიირთმევენ ლუდ Bockbier—თან ერთად; ტრადიციული კერძი Ⴋაცხოვრის Ⴑხეულის Ⴃღესასწაულის დროს.

Bode-Museum («Ⴁოდე—Ⴋუზეუმი») – Ⴁერლინის ერთ—ერთი მუზეუმი; აშენებულია 1897—1904 წწ. არქიტექტორ Ⴈნეს მიერ; ატარებს თავისი დამაარსებლის Ⴅ. ფონ Ⴁოდეს სახელს; მუზეუმში არის განყოფილებები: ეგვიპტური, ადრექრისტიანულ—ბიზანტიური, დართული ხელოვნების; გერმანული ფერწერული და საქანდაკო ნაწარმოებების კრებული.

Bodensee (Ⴁოდენის თბა) – ერთ—ერთი უმსხვილესი და უმშვენიერესი ტბა Ⴀლპებისწინეთში Ⴂერმანიის, Ⴀვსტრიის და Ⴘვეჲცარიის საზღვარზე ზღვის დონიდან 395 მ.; მას უწოდებენ აგრეთვე Ⴘვაბურ ზღვას (das Schwabische Meer); ტბის ფართობი 538,5 კვ. კმ., სიგრძე 63,5 კმ., სიგანე 14 კმ., სიღრმე 252 მ.; ტბის ნაპირებზე მდებარეობენ ქალაქები: Ⴔრიდრიხსჰაფენი (Ⴂერმანია), Ⴐორშახი (Ⴘვეჲცარია), Ⴁრეგენცი (Ⴀვსტრია).

Bodenwerder (Ⴁოდენვერდერი) – ქალაქი მდინარე Ⴅერდერზე, Ⴋჲუნხჰაუზენის ქალაქი; ბარონი Ⴋჲუნხჰაუზენი – ომში და ნადირობაზე ფანტასტიკური თავგადასავლების და წარმოუდგენელი შემთხვევების მოთხრობების გმირი; მოთხრობების ციკლის «Vademecum für lustige Leute» ავტორად ითვლება ერთ—ერთი ქვემოსაქსონიური გვარის წარმომადგენელი Ⴉარლ Ⴈერონიმ Ⴔრიდრიხ Ⴋჲუნხჰაუზენი (1720—1797 წწ.); მისი მოთხრობები გამოცემული იყო ჯერ ინგლისურ ენაზე, მაგრამ შემდგომ Ⴂოტფრიდ Ⴁჲურგერმა ხელმეორედ გადმოთარგმნა გერმანულ ენაზე და გამოსცა უსახელოდ სათაურით: «Ⴁარონ Ⴋჲუნხჰაუზენის სასწაულებრივი მოგზაურობები ზღვაზე და ხმელეთზე და მხიარული თავგადასავლებები»; Ⴋჲუნხჰაუზენის სახელი გახდა საზოგადო და იხმარება «მატყუარას», «მკვეხარას» მნიშვნელობით; ქალაქში არის შადრევანი «Münchhausen-Brunnen»; ყოველწლიურად მაისიდან ოქტომბრამდე ქალაქში მიმდინარეობს Münchhausenspiele.

Bohmerwald (Ⴁოჰემიის Ⴒყე) – მთები Ⴁოჰემიის სამხრეთაღმოსავლეთით; იჭიმება Ⴂერმანიის, Ⴀვსტრიის და Ⴙეხეთის საზღვრის გასწვრივ; სიგრძე 250 კმ.

Bohnenfest (Ⴚერცვის Ⴋეფის Ⴃღესასწაული) – Ⴖვთის Ⴂამოცხადების Ⴃღეს სადღესასწაულო ღვეზელში ცერცვის მარცვლის ჩადების ჩვეულება; მას, ვინც იპოვნის მარცვალს, აცხადებენ Ⴚერცვის Ⴋეფედ (Bohnenkönig); სრულდება სადღესასწაულო სიმღერა (Bohnenlied).

Bonbon (ბონ—ბონი) – ყოველგვარი სახის კარამელი, შაქრის ყინული და მსთ.

Bonn (Ⴁონი) – მსხვილი სატრანსპორტო კვანძი და ნავსადგური Ⴐაჲნზე (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარე); 296 ათასი მაცხოვრებელი; 1949—1990 წწ. ႢႴႰ დედაქალაქი და მთავრობის ადგილსამყოფელო მის გადასვლამე Ⴁერლინში; უნივერსიტეტი (Rheinische Friedrich-Wilhelms-Universität Bonn), რომელთანაც დაუავშირებულია Ⴄ. Ⴋ. Ⴀრნდტის, Ⴀ. Ⴅ. Ⴘლეგელის, Ⴂ. Ⴠელმჰოლცის, Ⴂ. Ⴠერცის, Ⴉ. Ⴋარკსის, Ⴔ. Ⴌიცშეს, Ⴐ. Ⴘუმანის სახელები; Ⴊ. Ⴁეთჰოვენის სახლ—მუზეუმი, რომანული ტაძარი (11—13 სს.) და ა. შ.

Boonekamp (Ⴁოონეკამპი) – პოპულარული გერმანული ლიქიორი სამკურნალო თვისებებით.

Bootsmann (ბოცმანი) – ყაწიმიანი უნტეროფიცრის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑაზღვაო Ⴛალებში.

Börde (ბჲორდე) – Ⴙრდილოთ Ⴂერმანიის დაბლობის მოსავლიანი ბარი.

Borkum (Ⴁორკუმი) – კუნძული, Ⴀღმოსავლეთ Ⴔრიზეთის კუნძულების ერთ—ერთაგანი.

Borussia Dortmund BV («Ⴁორუსია Ⴃორტმუნდ ႡႴ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1909 წ.

Borussia Mönchengladbach VfL («Ⴁორუსია Ⴋჲონხენგლადბახი ႴფႪ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.

Borussia Fulda («Ⴁორუსია Ⴔულდა») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი.

Bosch-Konzern (Ⴁოშის კონცერნი) – ავტომანქანების ელექტროხელსაწყოების და დასაკომპლექტებელი მოწყობილობის წარმოების ერთ—ერთი უმსხვილესი კონცერნი; დაარსებულია 1917 წ. Ⴐობერტ Ⴁოშის მიერ ქ. Ⴘტუტგარტში; 1966 წლიდან კოოპერაციაშია Ⴑიმენსის კონცერნთან.

Boulette – ღორის ხორცის დანაყული კოტლეტი.

ВРА – იხ. Bundespresseamt.

Brandenburg (Ⴁრანდენბურგი) – ფედერალური მხარე Ⴂერმანიის აღმოსავლეთში; ფართობი 29 475 კვ. კმ., მოსახლეობის რაოდენობა 2,54 მლნ. ადამიანი; ადმინისტრაციული ცენტრი Ⴎოტსდამი; Ⴁრანდენბურგის ცენტრში მდებარნობს Ⴂერმანიის დედაქალაქი Ⴁერლინი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულს ფედერალური მხარის უფლებებით; შუასაუკუნოვან Ⴂერმანიაში Ⴁრანდენბურგი – სათავადო (სამარკგრაფო); 1356 წლიდან – საკურფჲურსტო, რომელსაც 1415 წლიდან მართავდნენ Ⴠოგენცოლერნები; 1618 წ. გაერთიანდა Ⴎრუსიის საჰერცოგოსთან Ⴁრანდენბურგულ—Ⴎრუსულ სახელმწიფოში; მე—2 Ⴋსოფლიო ომის შემდეგ Ⴁრანდენბურგის ძირითადი ოლქები შევიდა საბჭოთა საოკუპაციო ზონაში; 1949—1952 წწ. – მხარე, 1952—1990 წწ. – ოლქი ყოფილ ႢႣႰ; განვითარებულია სოფლის მეურნეობა (ჭვავის და ზეთის კულტურების დამუშავება); განვითარებულია სატრანსპორტო მაქბანათმშენებლობა, ჩარხმშენებლობა, ელექტრონიკა, ოპტიკა, ქიმიური, კვების მრეწველობები.



Brandenburger Tor (Ⴁრანდენბურგის ჭიშკარი) – Ⴁერლინის სიმბოლო, მე—18 ს. არქიტექტურული ძეგლი; იგი ერთად—ერთი საქალაქო ჭიშკარია, რომელიც შემორჩა ჩვენ დრომდე; არქიტექტორმა Ⴉ. Ⴂ. Ⴊანგჰანსმა დააპროექტა იგი ბერძნულის ნიმუშით (1788—1791 წწ.); Ⴁერლინის Ⴉედლის აღმართვის შემდეგ ჭიშკარი იქცა Ⴂერმანიის გაყოფის სიმბოლოდ, 1990 წლიდან კი, კედლის დანგრევის შემდეგ, ქვეყნის კვლავ გაერთიანების სიმბოლოდ; ახლა მასზე კვლავ დგას შეკეთებული კვადრიგა Ⴂამარჯვების ქალღმერთით, მორთული არწივით და პრუსიული ჯვრით.

Brandt Willy (Ⴁრანდტი Ⴅილი) (ნამდვილი სახელი და გვარი Ⴠერბერტ Ⴉარლ Ⴔრამი) (1913—92 წწ.) – ႰႴႰ პოლიტიკური მოღვაწე, ႢႱႣႮ თავჯდომარე 1964 წლიდან, ფედერალური კანცლერი 1969—1974 წწ., Ⴑოციალისტური ინტერნაციონალის თავჯდომარე 1976 წლიდან.

Branntwein (ბრანტვაჲნი) – მაგარი ალკოჰოლური სასმელი; ცნობილია 1500 წლიდან.

Bratwurst – შემწვარი ძეხვი.

Braunschweig (Ⴁრაუნშვაჲგი) – ქალაქი ფედერალურ მხარეში Ⴕვემო Ⴑაქსონია; 259 ათასი მაცხოვრებელი; აქ აწარმოებენ მსოფლიოში ცნობილ ფოტოაპარატებს «Ⴐოლაჲ» (Rollei-Kameras) და პიანინოს «Ⴘიმელ» (die Schimmel-Pianos); უნივერსიტეტი (11 ს.), რომანული ტაძარი (12 ს.). Ⴠერცოგ Ⴀნტონ Ⴓლრიხის სახელობის მუზეუმი უძველესია Ⴄვროპაში.

Braunschweiger Zeitung («Ⴁრაუნშვაჲგერ Ⴚაჲტუნგი») – ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გამოდის ქ. Ⴁრაუნშვაჲგში (Ⴕვემო Ⴑაქსონიის მხარე) ტირაჟით 223 700 ეგზ.

BRD – იხ. Bundesrepublik Deutschland.

Brecht-Theater (Ⴁრეხტის თეატრი) – იხ. Berliner Ensemble.

Breisgau (Ⴁრაჲსგაუ) – გეოგრაფიული ოლქი Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარეში.

Bremen (Ⴁრემენი) – 1. Ⴂერმანიის ყველაზე პატარა ფედერალური მხარე; ფართობი 404 კვ. კმ., მოსახლეობის რაოდენობა 685 ათასი მაცხოვრებელი; 2. ქ. Ⴁრემენი – ფედერალური მხარის Ⴁრემენის ადმინისტრაციული ცენტრი, მეორე (Ⴠამბურგის შემდეგ) საზღვაო ნავსადგური მდინარე Ⴅეზერის ქვემო დინებაში; მოსახლეობის რაოდენობა 533 ათასი მაცხოვრებელი; 1358 წ. შევიდა Ⴠანზის Ⴉავშირის შემადგენლობაში; ნედლი ბამბის, თამბაქოს, ბენზინის, ჩაის მსოფლიო ბაზარი; განვითარებულია მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა, ავიამშენებლობა, მეტალურგიული, ქიმიური, ხის დამამუშავებელი მრეწველობები; ქალაქის საბაზრო მოედანზე მდებარეობს Ⴜმ. Ⴎეტრეს 11—13 სს. რომანული ტაძარი, რატუშა Ⴀღორძინების ხანის ტრადიციებში და Ⴐოლანდის ქვის ქანდაკება («Bremer Roland») რაინდულ ჯავშანში, მახვილით და ფარით ხელში; იქვე გვერდზე დგას Ⴁრემენელი მუსიკოსების ძეგლი; ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებისგან აღსანიშნავია სახელგანთქმული Ⴁეხტერშტრასე ხელოვნების და გამოფენების ცენტრით, Ⴘნოორფირტელის კვარტალი ხელოსნების, ანტიკვარიატით მოვაჭრეების სახლებით და სხვ.



Bremer Grunkohl mit Pinkel (მწვანე კომბოსტო ძეხვით ბრემენულად) – ძეხვი მზადდება ღორის ქონისგან და ბურღულისგან; კარგად შეკაზმულია და შებოლილი.

Bremerhaven (Ⴁრემერჰაფენი) – ქალაქი Ⴁრემენის მხარეში, Ⴁრემენის ავანპორტი მდინარე Ⴅეზერის შესართავში; მოსახლეობა 133 ათასი მაცხოვრებელი; ქვეყნის ერთ—ერთი მთავარი სამგზავრო პორტი, თეზზის ნაზსადგური; განვითარებულია გემთმშენებლობა, თევზგადამამუშავებელი მრეწველობა; საზღვაო არსენალი.

Bremer Vulkan Verband AG («Ⴁრემერ Ⴅულკან ფერბანდ ႠႢ») – ერთერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო კომპანია Ⴂერმანიაში.

Bremische Burgerschaft (Ⴁრემენის საქალაქო საკრებულო) – ქალაქ—მხარე Ⴁრემენის პარლამენტი.

Breslau (Ⴁრესლაუ) – ქალაქი Ⴑილეზიაში; ამჟამად Ⴎოლონეთის შემადგენლობაში.

Briefbombe (წერილი—ბომბი) – წერილი ფეთქებადი მოწყობილობით, რომელსაც უგზავნიან ვინმეს დასახიჩრების მიზნით, შესაშინებლად და ა. შ.; გავრცელდა ბოლო წლებში ტერორისტების გააქტიურების პირობებში.

Brigadegeneral (ბრიგადის გენერალი) – გენერლის წოდება Ⴁუნდესვერში.

Brigitte («Ⴁრიგიტა») – ქალთა პოპულარული ჟურნალი; გამოიცემა Ⴘპრინგერის კონცერნის მიერ.

Brocken (Ⴁროკენი) – უმაღლესი მწვერვალი (1142 მ.) Ⴠარცის მთებში.

Brockhaus («Ⴁროკჰაუსი») – საგამომცემლო ფირმა, დაარსებული Ⴔ. Ⴀ. Ⴁროკჰაუსის მიერ 1805 წ.; 1984 წ. ფირმა «Ⴁიბლიოგრაფიული ინსტიტუტი ႠႢ» -თან გაერთიანების შემდეგ იმყოფება Ⴋანჰაჲმში; უშვებს ენციკლოპედიებს, საცნობარო და სპეციალურ ლიტერატურას.

Brockhaus Friedrich Arnold (Ⴁროკჰაუსი Ⴔრიდრიხ Ⴀრნოლდი, 1772—1823 წწ.) – გამომცემელი, სახელგანთქმული საგამომცემლო ფირმა «Ⴁროკჰაუსის» დამაარსებელი.

Brot für die Welt («Ⴎური მთელს მსოფლიოსათვის») – საქველმოქმედო აქცია, რომელიც ტარდება 1959 წლიდან Ⴘობის წინადღეს ევანგელიკური ეკლესიის მიერ.

Brotzeit (ბროტცაჲტი) – მსუბუქი საჭმელი საუზმესა და სადილს ან სადილსა და ვახშამს შუა.

Brown, Boveri & Cie. AG (ВВС) («Ⴁროუნ, Ⴁოვერი უნდ Ⴉ° ႠႢ» (ႡႡႱ) – Ⴘვეჲცარიის ერთ—ერთი უმსხვილესი მანქანათსამშენებლო და ელექტროტექნიკური კონცერნი, დაარსებული 1871 წელს ქალაქ Ⴅიტენტურში; 1901 წლიდან მისი შვილობილი კონცერნი იმყოფება ქალაქ Ⴋანჰაჲმში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე).

Brückenverlag GmbH Literatur-vertrieb Import Export («Ⴁრჲუკენ ფერლაგ ႢმბჀ ლიტერატურფერტრიბ იმპორტ—ექსპორტ» – გამომცემლობა ქ. Ⴃჲუსელდორფში.

Brühl (Ⴁრჲული) – ქ. Ⴊაჲპციგის კვარტალი, საბეწვეულო ვაჭრობის და ქურქის მკერაობის ერთ—ერთი ცენტრი.

Brühlsche Terrasse (Ⴁრჲულის ტერასა) – ქალაქ Ⴃრეზდენში მდინარე Ⴄლბის სანაპიროს სახელწოდება.

В. Schott’s Sohne Musikverlag («Ⴘოტს ზონე მუზიკფერლაგი») – მუსიკალური ლიტერატურის გამომცემლობა, დაარსებული 1770 წ. ქ. Ⴋაჲნცში.

Buchenwald (Ⴁუხენვალდი) – საკონცენტრაციო ბანაკი Ⴅაჲმარის მახლობლად (1937—1945 წწ.); 1958 წ. გახსნილია მემორიალური კომპლექსი.

Buchtel (ბუხტელი) – ღვეზელი ტკბილი საჩურთით Ⴑამხრეთ Ⴂერმანიაში და Ⴀვსტრიაში.

Buddenbrook-Haus («Ⴁუდენბროკების Ⴑახლი») – სახლ—მუზეუმი Ⴊჲუბეკში, რომელშიც დაიბადნენ სახელგანთქმული გერმანელი მწერლები Ⴠენრიხ და Ⴇომას Ⴋანები.

Bullrichsalz (Ⴁულრიხის მარილი) – სოდა, ძმარვის საწინააღმდეგო საშუალება, დარქმეული ბერლინელი მეაფთიაქის Ⴀ. Ⴅ. Ⴁულრიხის (1802—1859 წწ.) სახელით.

Buna-Werke Hüls GmbH («Ⴁუნა—ვერკე Ⴠჲულს ႢმბჀ») – ხელოვნური კაუჩუკის მაწარმოებელი ქიმიური ქარხანა ქ. Ⴘკოპაუში (Ⴑაქსონია—Ⴀნჰალტის მხარე), დაარსებული 1936 წ.; ქარხნის მფლობელები არიან «Ⴁაჲერ ႠႢ» и «Chemische Werke Hüls AG».

Bund der Deutschen Katholischen Jugend (Ⴉათოლიკური ახალგაზრდობის კავშირი) – კათოლიკური ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც შედის Ⴂერმანული ახალგაზრდული ორგანიზაციების ფედერალურ გაერთიანებაში.

Bund der Vertriebenen (BdV) (Ⴂანდევნილთა კავშირი) – დაარსებულია 1958 წ. იძულებით გადასახლებულების სხვადასხვა ორგანიზაციებისგან.

Bundesamt für Verfassungsschutz (BfV) (Ⴉონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება (ႩႣႴႳ) – აწარმოებს კონსტიტუციის დაცვაზე საბუთების შეგროვებას, ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს; მდებარეობს Ⴉჲოლნში; ურთიერთმოქმედებს კონსტიტუციის დაცვის სამხერეო ორგანოებთან.

Bundesarbeitsgericht (შრომითი დავების ფედერალური სამართლო) — შრომითი დავების საკითხებში უმაღლესი ინსტანციის სასამარლო; მდებარეობს Ⴄრფურტში.

Bundesbürger (ბუნდესბჲურგერი) – ფედერაციის მოქალაქე, Ⴂერმანიის მოქალაქე.

Bundesdorf (ბუნდესდორფი) (სიტყვ. ფედერალური სოფელი) – ႢႴႰ ყოფილი დედაქალაქის Ⴁონის უპატივცემულო სახელწოდება.

Bundesfinanzhof (ფედერალური საფინანსო სასამართლო) – ფინანსური ორგანოების გადაწყვეტილებებზე საჩივრების განსახილველი უმაღლესი სასამართლო.

Bundesgerichtshof (BGH) (Ⴓზენაესი სასამართლო პალატა) – უმაღლესი ფედერალური სასამართლო; მდებარეობს ქ. Ⴉარლსრუეში.

Bundesgrenzschutz (BGS) (Ⴔედერალური სასაზღვრო დაცვა (ႴႱႣ) – მის გამგებლობაში იმყოფება Ⴂერმანიის სახელმწიფო საზღვრის საპოლიციო დაცვა, საზღვარზე მიმოსვლაზე საპოლიციო კონტროლი; მისი ამოცანაა Ⴔედერალური პრეზიდენტის და Ⴔედერალური კანცლერის უწყებების, სამინისტროების, Ⴔედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვა.

Bundeskanzler (ბუნდესკანცლერი, ფედერალური კანცლერი) – Ⴂერმანიის მთავრობის თავჯდომარე.

Bundeskriminalamt (ВКА) (Ⴑისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური სამმართველო (ႱႱႮႴႱ) – დანაშაულებთან ბრძოლის ფედერაციასა და მხარეების ურთიერთმოქმედების ცენტრალური ბიურო რეზიდენციით Ⴅისბადენში და მთავარი სამმართველოთი Ⴁონში.

Bundesland (ფედერალური მხარე) – ადმინისტრაციული დაყოფის ერთეული; გააჩნია საკუთარი პარლამენტი (ლანდტაგი) და მთავრობა.

Bundesliga DFB (Ⴂერმანიის Ⴑაფეხბურთო Ⴉავშირის Ⴓმაღლესი ლიგა) – დაარსებულია 1949 წ.

Bundesmarine (ბუნდესმარინე) – ბუნდესვერის სამხედრო—საზღვაო ძალები.

Bundesnachrichtendienst (BND) (Ⴔედერალური სადაზვერვო სამსახური (ႡႬႣ) – Ⴂერმანიის გარეპოლიტიკური და სამხედრო დაზვერვის ცენტრალური ორგანო.

Bundespräsident (ბუნდესპრეზიდენტი, ფედერაციის პრეზიდენტი) – სახელმწიფოს მეთაური.

Bundespresseamt (ВРА) (Ⴁეჭდვითი სიტყვის და ინფორმაციის ფედერალური უწყება) – არის თავისებური შუამალი მთავრობასა და საზოგადოებრიობას შორის, აწყობს სამთავრობო პრეს—კონფერენციებს და ა. შ.

Bundesrat (ბუნდესრატი, ფედერალური საბჭო) – Ⴂერმანიის მხარეების წარმომადგენლობითი ორგანო; მონაწილეობს საკანონმდნბლო და აღმასრულებელ საქმიანობაში.

Bundesregierung (Ⴔედერალური მთავრობა) – აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო; შესდგება ფედერალური კანცლერისგან, ვიცე—კანცლერისგან და მინისტრებისგან.

Bundesrepublik Deutschland (BRD) (Ⴂერმანიის ფედერაციური Ⴐესპუბლიკა) – სახელმწიფო Ⴚენტრალურ Ⴄვროპაში; ეკვრის Ⴙრდილოეთის და Ⴁალტიის ზღვები; ტერიტორია 357 042 კვ. კმ.; მასახლეობა 81,3 მლნ. ადამიანი; ენა – გერმანული; მორწმუნეები – პროტნსტანტები და კათოლიკები; ფედერაციის შემადგენლობაშია 16 მხარე; სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი; მთავრობის მეთაური – ფედერალური კანცლერი; საკანონმდებლო ორგანო – ბუნდესტაგი; მხარეების საწარმომადგენლო ორგანო – ბუნდესრატი; დედაქალაქი Ⴁერლინი პრეზიდენტის, მთავრობის და ბუნდესტაგის ადგილსამყოფელოა; ლანდშაფტი: ჩრდილოეთში – Ⴙრდილოეთ Ⴂერმანიის დაბლობი ბორცვებით და ტბებით, სამხრეთით – მაღლობები და მთები (Ⴐაჲნის Ⴔიქალოვანი მთები, Ⴘვარცვალდი, Ⴒჲურინგიის Ⴒყე, Ⴠარცი, Ⴋადნიანი მთები), სამხრეთით – Ⴀლპების განშტოება; მსხვილი მდინარეები – Ⴐაჲნი, Ⴅეზერი, Ⴄლბა, Ⴍდერი; ეროვნული პარკები: Ⴁავარიის ტყე, Ⴁერხტესგადენი, მრავალრიცხოვანი ბუნებრიძი ნაკრძალები; Ⴂერმანია – მაღალგანვითარებული ინდუსტრიალური ქვეყანაა, მძლავრი ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, ელექტრონიკა, გამთმშენებლობა და ა. შ.; მაღალგანვითარებული სოფლის მეურნეობა; ფულის ერთეული – ევრო.

Bundestag (ბუნდესტაგი) – პარლამენტის ქვემო პალატა; ქვეყნის სახალხო წარმომადგენლობითი ორგანო; ირჩევა ოთხი წლით; ამოცანები: კანონშემოქმედება, ფედერალური კანცლერის არჩევა, კონტროლი მთავრობის საქმიანობაზე.

Bundesverband der Deutschen Industrie (BDI) (Ⴂერმანიის მრეწველობის ფედერალური კავშირი (ႡႣႨ) – Ⴂერმანიის მრეწველების უმსხვილესი გაერთიანება, დაარსებულია 1949 წ.

Bundesverdienstkreuz – იხ. Verdienstorden der Bundesrepublik Deutschland.



Bundesvereinigung der Deutschen Arbeitgeberverbande e.V. (BDA) (Ⴂერმანიის სამუშაოს მიმცემების კავშირის ფედერალური გაერთიანება (ႡႣႠ) – მდებარეობს Ⴉჲოლნში.

Bundesverfassungsgericht (BVG) (Ⴔედერალური საკონსტიტუცტო სასამართლო) – განსაკუთრებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ძირითადი კანონის დაცვაზე: ამოწმებს ფედერალურ და სამხარეო კანონებს მათ შესაბამისობაზე ძირითად კონონთან, ადგენს, ხომ არ ეწინააღმდეგება ამა თუ იმ პარტიების მოქმედება კონსტიტუციას; შესდგება ორ სენატისგან (რვა რვა მოსამართლე თითოში): მოსამართლეების ერთ ნახევარს ირჩევს ბუნდესტაგი, მეორეს კი ბუნდესრატი; მოსამართლეების უფლებამოსილებაა 12 წელი; ხელახლა არჩევა დაუშვებელია; მდებარეობს Ⴉარლსრუეში.

Bundesversammlung (Ⴔედერალური კრება) – ფედერალური პრეზიდენტის ასარჩევი ორგანო; შესდგება ბუნდესტაგის და ლანდტაგების დეპუტატებისგან (თანაბარი რაოდენობა).

Bundesverwaltungsgericht (Ⴔედერალური ადმინისტრაციული სასამართლო) – Ⴂერმანიის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო; მდებარეობს Ⴊაჲპციგში.

Bundeswehr (Ⴔედერაციული თავდაცვა / Ⴁუნდესვერი) – Ⴂერმანიის შეჲარაღებული ძალები; შექმნილია 1956 წ.; მის შემადგენლობაში იმყოფება: Ⴑახმელეთო Ⴟარები (Heer), Ⴑაზღვაო Ⴛალები (Marine), Ⴑაჰაერო Ⴛალები (Luftwaffe), Ⴓზრუნველყოფის Ⴂაერთიანებული Ⴛალები (Streitkräftebasis), Ⴑამედიცინო—სანიტარული Ⴑამსახური (Zentraler Sanitätsdienst); რაოდენობა 325 ათასი ადამიანი.

Bundnis 90 («Ⴉავშირი 90») – პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოიქმნა Ⴂერმანიაში 90—ნი წლების დასაწყისში; 1993 წ. გაერთიანდა «მწვანეების» პარტიასთან, და შეიქმნა ახალი პარტია «Ⴉავშირი 90 / Ⴋწვანეები».

Bundnis 90 / Die Grünen («Ⴉავშირი 90 / Ⴋწვანეები») – პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნა 1993 წელს «Ⴋწვანეების» და «Ⴉავშირი 90» პარტიების გაერთიანების შედეგად; 1994 წ. ეს ბლოკი გავიდა ბუნდესტაგში.



Bunte («Ⴁუნტე») – პოპულარული ილუსტრირებული ჟურნალი.

Bunte Stadt am Harz (ჭრელი ქალაქი Ⴠარცში) – ქ. Ⴅერნიგეროდეს (Ⴑაქსონია—Ⴀნჰალტის მხარე) ხატოვანი სახელწოდება; ქალაქი განთქმულია ფახვერკული სახლებით და რატუშით, შუასაუკუნეების არქიტექტურის შედევრით.

Burda GmbH, Offenburg («Ⴁურდა ႢმბჀ», Ⴍფენბურგი) – Ⴂერმანიის საგამომცემლო—პოლიგრაფიული კომპანიების ჯგუფი; დაარსებულია 1908 წ.; გამოსცემს მოდების, კინო– და ვიდეოპროდუქციას.

Burda-Moden («Ⴁურდა მოდენ») – მოდების პოპულარული ჟურნალი, რომელიც გამოდის მრავალ ენაზე მსოფლიოს 100—ზე მეტ ქვეყანაში; ტირაჟი 2,5 მლნ. ეგზემპლარი; გამომცემლობა «Ⴋოდსფერლაგ Ⴄნე Ⴁურდა».

Burgerinitiativen (სამოქალაქო ინიციატივები) – მოქალაქების გაერთიანებები საზოგადოებაში ნაკლოვანებებთან და პრობლემებთან ბრძოლის მიზნით; მოქმედებენ 70—ი წლების დასაწყისიდან.

Burgermeister (ბურგომაჲსტერი) – ქალაქის, თემის მართველი ორგანოების მეთაური; Ⴁერლინში, Ⴁრემენში და Ⴠამბურგში ადგილობრივი მთავრობის პრემიერ—მინისტრი.

Burgerschaft – ქალაქ—მხარის Ⴠამბურგის და ქალაქ—მხარის Ⴁრემენის პარლამენტები.

Burgunderpfanne (ბურგუნდული ტაფა) – მძიმე ტაფა მაღალი გვერდებით და სახელურით.

Burgunderwein – ბურგუნდული ღვინო.

Bussing Automobilwerke AG («Ⴁჲუსინგ აუტომობილვერკე ႠႢ») – მსხვილი საავტომობილო კონცერნი, დაარსებული 1903 წ. Ⴂ. Ⴁჲუსინგის მიერ ქ. Ⴁრაუნშვაჲგში; უშვებდა სატვირთო მანქანებს და ავტობუსებს «Ⴁჲუსინგი».

Вuß– und Bettag (Ⴋონანიების და ლოცვის დღე) – რელიგიური გარდამავალი დღესასწაული ნოემბერში.

Buschmann-Brunnen (Ⴁუშმანის შადრევანი) – შადრევანი ქ. Ⴔრიდრიხსროდაში მუსიკოსების უძველესი ოჯახის წარმომადგენლის Ⴔრიდრიხ Ⴁუშმანის პატივსაცემად, რომელმაც 1821 წ. ააგო ტუჩით საკრავი პირველი გარმონი.

Bütte (ზეთის კასრი) ჭრელად შეღებილი კასრი, რომლიდანაც წარმოთქვამენ სიტყვას Ⴆამთრის გაცილების დღესასწაულის დროს.

Büttenrede (სიტყვის თქმა ზეთის კასრიდან) – სახუმარო საკარნავალო სიტყვა, წარმოთქმული Ⴆამთრის გაცილების დღესასწაულის დროს.



Büttenredner – ადამიანი, რომელიც დგას ზეთის კასრზე და წარმოთქვამს სახუმარო საკარნავალო სიტყვას.

B.Z. («Ⴁე—Ⴚეტი») (შემ. Berliner Zeitung—იდან) – ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გამოდის Ⴀქსელ Ⴘპრინგერის კონცერნში Ⴁერლინში.


Страницы книги >> Предыдущая | 1 2 3 4 5 | Следующая
  • 4.4 Оценок: 5

Правообладателям!

Данное произведение размещено по согласованию с ООО "ЛитРес" (20% исходного текста). Если размещение книги нарушает чьи-либо права, то сообщите об этом.

Читателям!

Оплатили, но не знаете что делать дальше?


Популярные книги за неделю


Рекомендации